Tuesday, November 18, 2008

ტრადიციები და თანამედროვეობა


კითხვა„ ახდენს თუ არა გავლენას ტრადიციებზე
1.თაობათა ცვლა?
2.მძიმე სოციალური პირობები?
3.ქართველი ერის მიგრაცია?
4.ინარCუნებს თუ არა ქართველი ერი 21-ე საუკუნეში ტრადიციებს?


ჰიპოთეზა
თაობათა ცვლა, ქვეყანაში ქართველი ერის მიგრაცია, მძიმე სოციალურ-ეკონომიური პირობები,XXI საუკუნის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი გავლენას ახდენს ტრადიციებზე.

ჰიპოთეზის დამადასტურებელი ფაქტები:
ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოტეზის დასადასტურებლად გადავწყვიტეთ გადაგვეხედა ისტორიისათვის. ასევე სურვილი გაგვიჩნდა გაგვეგო ჩვენს გვერდით მცხოვრე ადამიანების აზრებიც. ამისათვის გადავწყვიტეთ გადავწყვიტეთ გამოგვეკითხა სხვადასხვა თაობის პიროვნებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ინტერნეტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენს მიერ დასმული კითხვების მიმართ გარკვეულწილად ჩამოყალიბებული ექნებოდათ საკუთარი შეხედულებები. პირადი გამოცდილებიდან და ცხოვრებიდან გამომდინარე ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანების აზრი არ გაყოფილა ტრადიციების შესახებ, თუმცა ისინი ჰიპოთეზის ირგვლივ ძალიან საინტერესოდ გვესაუბრნენ.დღესდღეობით 21-ე საუკუნეში, როცა განვითარდა ცივილიზაცია, როცა დედამიწაზე აღარ არსებობს ,,დრო და მანძილი“, როცა ჩვენს ცხოვრებაში ღრმად შემოიჭრა ტელევიზია და კომპიუტერი, გადაფასდა ღირებულებები, შეიცვალა მრავალი ტრადიცია, მსოფლიოში არც ისე ბევრი ქვეყანა მოიძებნება ისეთი ტრადიციებით, როგორიც საქართველოა. ქართველი ხალხის ნაციონალური თვითმყოფადობა მთლიანად გამოვლინდა მის ტრადიციებში.მაგალითად როგორიცაა სტუმარ-მასპინძლობა, რელიგიური და სხვადასხვა დღესასწაულები (ახალი წელი, ქორწილი და ა.შ.).

ჰიპოთეზის უარმყოფელი ფაქტები

ახალი თაობა ახალ მსოფლმხედველობას ამკვიდრებს, ახალი მისწრაფებები და ინტერესები ჩნდება, თაობათა ცვლის დროს ყოველთვის ხდება ახალი აზროვნების ჩამოყალიბება.ახალი თაობებისთვის სხვა ღირებულებები და ფასეულობები არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მთლიანად ცვლიან ტრადიციებს. ზოგიერთი ქართული ტრადიცია ახალი თაობების შეხედულებებს ეწინააღმდეგება, მათ არ მოსწონთ:სისხლის აღების, მსხვერპლშეწირვის,მოტაცების ტრადიციები, ქალიშვილობის ინსტიტუტის ნაწილობრივ უარყოფის ფაქტები